ივანიშვილი ყოველთვის მართავდა "ოცნებას", ივანიშვილს ყოველთვის მართავდა პუტინი - გეგელია

09.01.24 12:28
ივანიშვილი ყოველთვის მართავდა "ოცნებას", ივანიშვილს ყოველთვის მართავდა პუტინი - გეგელია

 ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება არაფერს ცვლის, გარდა იმისა, რომ შესაძლოა, გავრილოვის ნაცვლად, პუტინი ვიხილოთ პარლამენტის სპიკერის სკამში - ამის შესახებ "ტვ პირველს" "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განუცხადა, რითაც "ქართული ოცნების" ახალ წესდებას გამოეხმაურა. 

მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" ყოველთვის ივანიშვილი მართავდა: 

სხვა მხრივ, ივანიშვილი ყოველთვის მართავდა "ქართულ ოცნებას" , ხოლო ივანიშვილს ყოველთვის მართავდა ვლადიმერ პუტინი. ამიტომ არსებითად არაფერი არ იცვლება. ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს უცვლელი - ეს არის რუსეთის მსახური ხელისუფლების მართვის სადავეებიდან ჩამოშორება"- თქვა გეგელიამ. 

"ქართული ოცნების" ახალი წესდებით, პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნებულ ბიძინა ივანიშვილს, როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, პრემიერ  მინისტრის კანდიდატის წარდგენა შეუძლია. 

ახალმა წესდებამ გააჩინა განცდა, რომ ბიძინა ივანიშვილი პრემიერს სახლში გაუშვებს.