ღარიბაშვილი კორუფციის სახე-ხატია, ის "ოცნებასთან" და ივანიშვილთან ერთად გასაშვებია სახლში - ნიკა ობოლაძე

09.01.24 12:47
 ღარიბაშვილი კორუფციის სახე-ხატია, ის "ოცნებასთან" და ივანიშვილთან ერთად გასაშვებია სახლში - ნიკა ობოლაძე

"კორუფციის სახე-ხატი" - "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" დარწმუნებულები არიან, რომ 2024 წელს ქართველი ამომრჩეველი ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს ხელსიუფლებას ჩამოაშორებს. 

როგორც "ქართული ოცნების" ახალ წესდებაზე საუბრისას ნიკა ობოლაძემ თქვა, პრემიერს სახლში წასვლა მოუწევს: 

ღარიბაშვილი არის ადამიანი, რომელიც "ქართული ოცნებისთვის"  კორუფციის სახე-ხატია. ეს არის ადამიანი, რომელიც საკუთარ ოჯახის აფრენს ჩარტერით, ეს არის ადამიანი, რომელმაც საკუთარ მეუღლეს გადაუფორმა ტყე, ეს არის ადამიანი, რომელიც აწყობს მდიდრულ წვეულებებს და ამბობს, რომ თურმე საკუთარი მამა ჩუქნის ასობით ათას ლარს. 
ამიტომ, ღარიბაშვილი არის სახე ხატი კორუფციის, ის "ქართულ ოცნებასთან" და ივანიშვილთან ერთად გასაშვებია სახლში. რა იქნება და რას გადაწყვეტს ივანიშვილი არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია, რას გადაწყვეტს ქართველი ხალხი"- ამბობს პოლიტიკოსი. 

"ქართული ოცნების" ახალი წესდებით, პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნებულ ბიძინა ივანიშვილს, როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, პრემიერ  მინისტრის კანდიდატის წარდგენა შეუძლია. 

ახალმა წესდებამ გააჩინა განცდა, რომ ბიძინა ივანიშვილი პრემიერს სახლში გაუშვებს. 

 

მსგავსი სიახლეები