ივანიშვილმა თავისი პოლიტიკაში დაბრუნებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა - ჯაფარიძე
„ბიძინა ივანიშვილმა თავისი დაბრუნებით პოლიტიკაში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყანაში არის არაფორმალური მმართველობა. ის დაბრუნდა არგუმენტით, რომ მის პარტიაში არის კორუფცია, განხეთქილება, პრობლემები და მე ვფიქრობ, რომ ამით ყველაფერია ნათქვამი.“ - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში ძალიან მალე დასრულდება არაფორმალური მმართველობა.
„ბიძინა ივანიშვილმა თავისი დაბრუნებით პოლიტიკაში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არაფორმალური მმართველობაა ქვეყანაში. ის დაბრუნდა არგუმენტით, რომ მის პარტიაში არის კორუფცია, არის განხეთქილება, არის პრობლემები და მე ვფიქრობ, რომ ამით ყველაფერი არის ნათქვამი
ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია ვინ წარადგენს პრემიერობის კანდიდატს, ბიძინა ივანიშვილი იქნება თუ მისი, რომელიმე პოლიტიკური ინსტრუმენტი. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი და მე დარწმუნებული ვარ ძალიან მალე მივალთ გამარჯვებამდე, ძალიან მალე დასრულდება არაფორმალური მმართველობა და ძალიან მალე დასრულდება ოლიგარქიული მმართველობა ქვეყანაში.“ - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.