რუსული სანგარი გრემისხევთან - რას ამბობენ "ოცნებაში"

09.01.24 13:33
რუსული სანგარი გრემისხევთან - რას ამბობენ "ოცნებაში"

რუსული სანგარი გრემისხევთან - "ოცნებაში" ამბობენ, რომ საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნებისმიერი აქტივობა არალეგიტიმურია.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, მმართველი გუნდის დამოკიდებულება თითოეული ასეთი აქტის მიმართ არის კრიტიკული და მკაფიო პოციზიაც გააჩნიათ.

საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნებისმიერი აქტივობა არის არალეგიტიმური და ბუნებრივია, რომ ეს ვერ იქნება შეწყნარებული, იმიტომ, რომ არ არის თავსებადი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან. რა აქტივობაც არ უნდა იყოს, რა შინაარსისი, რა მიზნით, არც ერთი არ შეიძლება ჩაითვალოს ლეგიტიმურად. აქედან გამომდინარე, ჩვენი დამოკიდებულება თითოეული ასეთი აქტის მიმართ არის კრიტიკული და გაგვაჩნია ამაზე მკაფიო პოციზია" - ამბობს სარჯველაძე. 

რუსი ჯარისკაცები გრემისხევთან სანგრებს თხრიან და საგუშაგოებს აწყობენ. ახალი ბანერი დაამონტაჟეს სოფელ სალბიერთან.  ანტისაოკუპაციო მოძრაობის გავრცელებულ კადრებში სამხედრო ფორმიანები ჩანან, აღმართულია რუსეთის დროშაც.

მსგავსი სიახლეები