ივანიშვილს რისი მოსურვებაც მოუნდება, იმას გააკეთებს, არაფერია გასაოცარი და გასაკვირი - კუპრაძე
რა საკადრო სვლებს უნდა ელოდოს საზოგადოება ივანიშვილის გამოჩენით - ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ პოლიტიკაში მესამედ დაბრუნებული ბიძინა ივანიშვილი საკადრო ცვლილებებს განახორციელებს.
"ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე თვლის, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე მისი სურვილის შესაბამისად იმოქმედებს.
ბიძინა ივანიშვილს რისი მოსურვებაც მოუნდება, ის გააკეთებს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, გადადგამს ნებისმიერ ნაბიჯს. ფაქტია, რომ ღარიბაშვილი თავის დროზე ივანიშვილმა გააგდო დაკავებული პოზიციიდან მის ნათესავებთან ერთად კორუფციის ბრალდებით. ამის შემდეგ შემოაბრუნა მეორეჯერ მსგავსი ბრალდებით გაგდებული პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში, ამიტომ მისგან არაფერია გასაოცარი და გასაკვირი,“ - ამბობს ირაკლი კუპრაძე.