რუსეთის დაუსჯელობის განცდა აღვივებს, მათი მხრიდან, ახალ-ახალ პროვოკაციებს - მანჯგალაძე
რუსეთის დაუსჯელობის განცდა აღვივებს, მათი მხრიდან, ახალ-ახალ პროვოკაციებს - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ახალი რუსული სანგრების გამოჩენა საქართველოს ტერიტორიაზე "ოცნების" თვალის დახუჭვის პოლიტიკის ბრალია.
ეს რისი ბრალია, რაც ხდება, წაყრუება - თვალის დახუჭვის პოლიტიკით, რასაც "ოცნება" ეწევა. რისი - აი მაგალითად ოჩამჩირეში შემოჰყავთ საზღვაო ფლოტი, ამასთან დაკავშირებით "ოცნების" მხრიდან არანაირი რეაგირება არ ყოფილა. ბიჭვინთის აგარაკების გადაცემა მოხდა რუსეთისთვის პირდაპირ, ამაზე არანაირი რეაქცია არ ჰქონდათ. აკავებენ ქართველებს, ამაზე რეაქცია არ აქვთ. კლავენ ქართველებს - ამაზე რეაქცია არ აქვთ. აი ასეთი რუსეთის დაუსჯელობის განცდა აღვივებს ახალ-ახალ პროვოკაციებს მათი მხრიდან", - ამბობს მანჯგალაძე.
რუსი ჯარისკაცები გრემისხევთან სანგრებს თხრიან და საგუშაგოებს აწყობენ. ახალი ბანერი დაამონტაჟეს სოფელ სალბიერთან. ანტისაოკუპაციო მოძრაობის გავრცელებულ კადრებში სამხედრო ფორმიანები ჩანან, აღმართულია რუსეთის დროშაც.