"საპატიო თავმჯდომარე დაირქვა და დიქტატორის უფლებები აქვს" - "რომელი ირაკლი ჩამოლაბორანტდება"
"რაღაც ფორმის ცვლილებები იქნება, მას სჩვევია ხოლმე - ვიღაცას თადარიგში გადაიყვანს, ვიღაცას მტრად გამოაცხადებს," - ამ განცხადებას დავით ბერძენიშვილი ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებასთან დაკავშირებით "პირველებთან" აკეთებს.
ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ "ოცნების" საპატიო თავმდჯომარის სტატუსით პოლიტიკაში მესამედ შემობრუნებული ბიძინა ივანიშვილი საკადრო ცვლილებებს გაატარებს.
თუმცა ივანიშვილის დაბრუნება რომ მისი სისუსტის მაჩვენებელია და არა სიძლიერის, ამაში ბერძენიშვილი დარწმუნებულია.
გაჭირვებისაა, რა თქმა უნდა, ივანიშვილის მოტრიალება საკუთარ პარტიაში. საპატიო თავმჯდომარე დაირქვა და ამ დროს დიქტატორის უფლებები აქვს. რაღაც ფორმის ცვლილებები იქნება, მას სჩვევია ხოლმე - ვიღაცას თადარიგში გადაიყვანს, ვიღაცას მტრად გამოაცხადებს. წინა ჯერზე ღარიბაშვილი პრემიერობიდან რომ გაუშვა, გაუშვა მთელი 4 წლით დასასვენებლად.
ახლა რომელი ირაკლი ჩამოლაბორანტდება, ბევრი ჰყავს, მარტო ორი არა, არ გაუმართლა ამ სახელს ქართულ პოლიტიკაში ნამდვილად.
ყოველი მისი მობრუნება არის სისუსტის კიდევ უფრო მეტი გამოვლინება და ბოლოს გაცვეთილი ივანიშვილი გაილევა,“ - ამბობს დავით ბერძენიშვილი.