ყველაფერი არის ფარსი, პრემიერის შეცვლა შეიძლება ამას მოჰყვეს - ფოფხაძე
"ივანიშვილი ცდილობს რაღაც ფორმალური მექანიზმები გააფორმოს თავისი ავტორიტარული რეჟიმის," - ასე ეხმაურება გედევან ფოფხაძე ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას.
ფოფხაძე დარწმუნებულია, რომ პრემიერს ივანიშვილი შეცვლის.
ივანიშვილი ცდილობს რაღაც ფორმალური მექანიზმები გააფორმოს თავისი ავტორიტარული რეჟიმის. ვინც ტყუილში ცხოვრებას ისედაც ამჯობინებს და უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, იისთვის სულ ერთია, რა ჩანაწერია, ისედაც იცის, რომ რაც არ უნდა უთხრას დიდმა ძმამ, უნდა ის მიიღოს, როგორც მოცემულობა.
ამიტომ მგონია, რომ ეს ყველაფერი არის ფარსი, პრემიერის შეცვლა შეიძლება ამას მოჰყვეს და ითქვას, რომ კი, ივანიშვილის პრემიერი არის ქვეყნის სათავეში, მაგრამ ამას სამართლებრივი წინაპირობა აქვს პარტიიდან, ამაში არის სამართლებრივი ლოგიკა, მაგრამ ეს ისევ იქნება თვალთმაქცობა.
ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რაც დე ფაქტო სიტუაციაა, რომ ის არის ამ ქვეყნის მესაკუთრე 100-პროცენტიანი წილის, ეს ნელ-ნელა რეესტრში ასახოს,“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ