ემზადება თუ არა "ოცნება" პრეზიდენტის დაბლოკვისთვის? - რას ამბობენ მმართველ გუნდში

09.01.24 15:28
ემზადება თუ არა "ოცნება" პრეზიდენტის დაბლოკვისთვის? - რას ამბობენ მმართველ გუნდში

არსებობს მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო, ბუნებრივია, ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, - ასე პასუხობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტების კითხვას, მისცემს თუ არა "ქართული ოცნება" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგენის უფლებას. 

მმართველი პარტიის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტს ანგარიშის წარდგენის ბოიკოტის საფუძველი არ არსებობს. 

არ მგონია, ვინმეს ნათქვამი ჰქონდეს, რომ ბოიკოტს აპირებს. თქვენ იცით სალომე ზურაბიშვილის, მისი ლეგიტიმაციის თაობაზე ჩვენი დამოკიდებულება,  თუნდაც მას შემდეგ, როცა მისი მხრიდან კონსტიტუციის უპატივცემულობა ვიხილეთ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილია. ამ ყველაფრის ფონზე, ეს ყველაფერი საკმაოდ რთულად გამოიყურება. ამის მიუხედავად, ბუნებრივია, ჩვენ პროცედურების მიმართ პატივისცემა გვაქვს. არსებობს მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო და, ბუნებრივია, ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. 

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს წლიური ანგარიში  6 თებერვალს უნდა წარედგინოს. არის გამორიცხული, რომ პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა "ქართულმა ოცნებამ" ჩაშალოს. 

ამ დროისთვის არსებული არაოფიციალური ინფორმაციით, მმართველ პარტიას სამი სცენარი აქვს -  ერთ-ერთის მიხედვით, სესიაზე შევლენ, მაგრამ რეგისტრაციას არ გაივლიან, კვორუმის არარსებობის გამოო კი პრეზიდენტი გამოსვლას ვერ დაიწყებს. ან მეორე - მალე  გვეტყვიან რომ არ აქვთ სურვილი, ამბოხებულ პრეზიდენტს მოუსმინონ და საკანონმდებლო ორგანოში საერთოდ არ მიიწვევენ.

მსგავსი სიახლეები