"ქალბატონი სალომე არაპროგნოზირებადია"- ზარქუა

09.01.24 15:56
"ქალბატონი სალომე არაპროგნოზირებადია"- ზარქუა

დაესწრება თუ არა "ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილის ბოლო მოხსენებას პარლამენტში  - "ქართული ოცნების" წევრ, დეპუტატ, ირაკლი ზარქუას კითხვაზე გადაჭრით პასუხი არ აქვს. 

საგაზაფხულო სესიის გახსნის დროს, ყოველთვის ასე ხდებოდა, ურთიერთშეთანხმებით. დარწმუნებული ვარ, ვინც ამ პროცესში ჩართულია შეჯერდებიან, შეთანხმდებიან და გაიგებთ თქვენც და ჩვენც დაესწრება თუ არა. ქალბატონ სალომესთან დაკავშირებით როცა არის მოლოდინები, ისეთია, ვერ გავაკეთებ სწორ მოლოდინებს,  არაპროგნოზირებადია"- აცხადებს ზარქუა. 

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს წლიური ანგარიში  6 თებერვალს უნდა წარედგინოს. არის გამორიცხული, რომ პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა "ქართულმა ოცნებამ" ჩაშალოს. 

ამ დროისთვის არსებული არაოფიციალური ინფორმაციით, მმართველ პარტიას სამი სცენარი აქვს -  ერთ-ერთის მიხედვით, სესიაზე შევლენ, მაგრამ რეგისტრაციას არ გაივლიან, კვორუმის არარსებობის გამოო კი პრეზიდენტი გამოსვლას ვერ დაიწყებს. ან მეორე - მალე  გვეტყვიან რომ არ აქვთ სურვილი, ამბოხებულ პრეზიდენტს მოუსმინონ და საკანონმდებლო ორგანოში საერთოდ არ მიიწვევენ.

 

მსგავსი სიახლეები