არ მჯერა, რომ ქალბატონი სალომე ივანიშვილის დაუძინებელი მტერია, პირიქით! - იაგო ხვიჩია

09.01.24 16:08
არ მჯერა, რომ ქალბატონი სალომე ივანიშვილის დაუძინებელი მტერია, პირიქით! - იაგო ხვიჩია

მგონია, რომ ქალბატონ სალომესა და ბატონ ივანიშვილს შორის არანაირი კონფლიქტი არ არსებობს - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა. 

"მე არ მჯერა, რომ ქალბატონი სალომე ბიძინა ივანიშვილის დაუძინებელი მტერია, პირიქით, კარგის მეტი ამ ხალხს ერთმანეთისთვის არაფერი გაუკეთებია"- თქვა ხვიჩიამ. 

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს წლიური ანგარიში  6 თებერვალს უნდა წარედგინოს. არის გამორიცხული, რომ პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა "ქართულმა ოცნებამ" ჩაშალოს. 

ამ დროისთვის არსებული არაოფიციალური ინფორმაციით, მმართველ პარტიას სამი სცენარი აქვს -  ერთ-ერთის მიხედვით, სესიაზე შევლენ, მაგრამ რეგისტრაციას არ გაივლიან, კვორუმის არარსებობის გამოო კი პრეზიდენტი გამოსვლას ვერ დაიწყებს. ან მეორე - მალე  გვეტყვიან რომ არ აქვთ სურვილი, ამბოხებულ პრეზიდენტს მოუსმინონ და საკანონმდებლო ორგანოში საერთოდ არ მიიწვევენ.

 

მსგავსი სიახლეები