ოკუპირებულია ტერიტორიაა და შიგნით რა სანგარს თხრიან ან რა კეთილმოწყობას აკეთებენ, ამაზე რა კომენტარი გავაკეთო? - ზარქუა
ოკუპირებულია ტერიტორია და შიგნით რა სანგარს თხრიან ან რა კეთილმოწყობას აკეთებენ, ამაზე რა კომენტარი გავაკეთო? - ასე პასუხოსბ "ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა გრემისხევთან ახალი სანგრის გამოჩენაზე დასმულ კითხვას.
ზარქუა აცხადებს, რომ აღნიშნული ქმედება ოკუპანტების მიერ უკანონოა.
და რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამაზე? ოკუპირებულია ტერიტორია იცით, დგანან ოკუპანტები და შიგნით რა სანგარს თხრიან ან რა კეთილმოწყობას აკეთებენ, ამაზე რა კომენტარი გინდათ? უკანონოა, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ და ადრე თუ გვაინ, მათ მოუწევთ იქიდან აბარგება. აჰა მიიღეთ პასუხი", - განაცხადა ზარქუამ.
რუსი ჯარისკაცები გრემისხევთან სანგრებს თხრიან და საგუშაგოებს აწყობენ. ახალი ბანერი დაამონტაჟეს სოფელ სალბიერთან. ანტისაოკუპაციო მოძრაობის გავრცელებულ კადრებში სამხედრო ფორმიანები ჩანან, აღმართულია რუსეთის დროშაც.