რუსული სანგარი გრემისხევთან - მათიკაშვილი ხელს წინა ხელისუფლებისკენ იშვერს
რუსული სანგარი გრემისხევთან - "ოცნების" წევრი დავით მათიკაშვილი ხელს ისევ წინა ხელისუფლებისკენ იშვერს და ამბობს, რომ ეს მოცემულობა მმართველ გუნდს სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" უგუნურმა პოლიტიკამ დაუტოვა.
ეს მოცემულობა "ქართულ ოცნებას" 2012 წელს სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" უგუნურმა პოლიტიკამ დაუტოვა და მას მერე, 2012 წლიდან დღემდე "ოცნების" თანმიმდევრული და პრინციპული პოლიტიკით მოხდა ის, რომ ომი არარ განახლებულა საქართველოში. ქვეყანაში არის მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა. დანარჩენი ყველაფერი ამ ჭრილში კონკრეტული პოლიტიკური მიზნებისთვის თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია იყენებს, ეს, რა თქმა უნდა, სწორი არ არის", - ამბობ მათიკაშვილი.
რუსი ჯარისკაცები გრემისხევთან სანგრებს თხრიან და საგუშაგოებს აწყობენ. ახალი ბანერი დაამონტაჟეს სოფელ სალბიერთან. ანტისაოკუპაციო მოძრაობის გავრცელებულ კადრებში სამხედრო ფორმიანები ჩანან, აღმართულია რუსეთის დროშაც.