ფემიციდი ჩვენი საზოგადოების შავი ლაქა და უდიდესი სირცხვილია, ლაჩრობის მწვერვალი, რომელიც ძვირი გვიჯდება - გრიგოლ გეგელია
ფემიციდის შედეგად 2022 წელს 21 ქალი დავკარგეთ, 2023 წელს კი, სულ მცირე 13. ეს სამარცხვინო და შემზარავი სტატისტიკა - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია წერს.
მისი თქმით, სახელმწიფოს მორალური და პოლიტიკური ვალდებულებაა გაასმაგოს საკუთარი ძალისხმევა ფემიციდთან და ძალადობასთან ბრძოლაში
დღეს კიდევ ერთი ქალი მოკლეს საქართველოში. ფემიციდი ჩვენი საზოგადოების შავი ლაქა და უდიდესი სირცხვილია, ლაჩრობის მწვერვალი, რომელიც ძვირი გვიჯდება როგორც ერს და საზოგადოებას. ფემიციდის შედეგად 2022 წელს 21 ქალი დავკარგეთ, 2023 წელს კი, სულ მცირე 13. ეს სამარცხვინო და შემზარავი სტატისტიკაა. სახელმწიფოს მორალური და პოლიტიკური ვალდებულებაა გაასმაგოს საკუთარი ძალისხმევა ფემიციდთან და ძალადობასთან ბრძოლაში. ჩვენ, როგორც საზოგადოება, ერთად უნდა დავდგეთ და ხმა ავიმაღლოთ ძალადობის წინააღმდეგ.
თბილისში ქმარმა ცოლი მოკლა - 30 წლამდე კაცმა ცოლს მრავლობითი ჭრილობები დანით მიაყენა.
27 წლის ქალი ჭრილობებით ინგოროყვას კლინიკაში დღეს დილით შეიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო, ამიტომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.