"ყველაფერი დაიწვა, დავრჩით ჰაერში, არავინ მოსულა" - დაზარალებულები მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ

09.01.24 17:10
"ყველაფერი დაიწვა, დავრჩით ჰაერში, არავინ მოსულა" - დაზარალებულები მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ

ხელვაჩაურში სამი ოჯახი ღია ცისქვეშაა დარჩენილი. "ოცნების" ქალაქში გაჩენილი ხანძრიდან 7 დღე გავიდა, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი დაზარალებულებთან არ მისულა. 

სოციალურად დაუცველები აცხადებენ, რომ ისინი მმართველ პარტიას მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდება. მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ  სახლის გარეშე დარჩენილი არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც. მათ ახლა მეზობლები იფარებენ. 

დაზარალებულები ითხოვენ, რომ ხელისუფლებამ მათ საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება შეძლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს აანონსებენ.

დაიწვა ყველაფერი, სამი ოჯახი დავრჩით ჰაერში, დღემდე არავინ არ მოსულა. მეზობლები ხელს გვიწყობს, ყველა ერთმანეთს ეხმარება და ამით ვართ დღემდე. ღია ცის ქვეშ ვართ, წვიმს, ცივა და ვართ ასე, მომკითხავი და პატრონი არავინ არ არის,“ - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.

დაიწვა ყველაფერი, მაგრამ ჯერ არავინ გამოსულა ხაზზე და არაფერი არ უთქვამთ,“ - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.

მოსვლით არავინ არ მოსულა, არავის არ მოვუკითხივართ, არც საშუალება არ მოგვცეს, რომ აქედან წავსულიყავით, გამოგვიყონ ერთი ოთახი, რომ 6 სულს გვეცხოვრა,“ - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.

დაიწვა და, ფაქტობრივად, ეს სამი ოჯახი დარჩა უსახლკაროდ. მე მიკვირს, რომ დღემდე ხელისუფლების ვერცერთმა წევრი ვერ ამოვიდა ადგილზე და ვერაფერი სანუგეშო ვერ უთხრა. ეტყობა, არჩევნები ძალიან შორსაა და მთავრობის არცერთმა წევრმა არ იკადრა აქ ამოსვლა და ამ ხალხის მდგომარეობის გაზიარება. ყველა - პატარა და დიდი, ჩამოვალთ მთავრობის სახლთან და იქ მოვითხოვთ და დავაყენებთ დღის წესრიგში, რომ უზრუნველყონ, რაც საჭიროა,“ - ამბობს ადგილობრივი.

მსგავსი სიახლეები