აიკრძალოს "ქართული ოცნება" - ნათელაშვილი საკონსტიტუციოში ჩივის

09.01.24 17:33
აიკრძალოს "ქართული ოცნება" - ნათელაშვილი საკონსტიტუციოში ჩივის

აიკრძალოს "ქართული ოცნება" - "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივის, რათა მამრთველ პარტიას რეგისტრაცია შეუჩერდეს.

ნატელაშვილმა, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე, განაცხადა, რომ როდესაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე აღჭურვილია ამგვარი დიქტატორული უფლებამოსილებით, საუბარია ივანიშვილზე, ეს წარმოადგენს ანტიკონსტიტუციურ სახელმწიფო გადატრიალებას.

ხელისუფლება შეუდგა დიქტატურის დაკანონებას ოფიციალურად და საკანონდებლო წესით. როგორც მოგეხსენებათ, საჯარო რეესტრმა გაატარა რეგისტრაციაში "ოცნების" წესდებაში შეტანილი ცვლილებები, რითაც ოლიგარქ ივანიშვილს მიეცა უფლება წარადგინოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ქვეყნის ფაქტობრივ ლიდერს წარმოადგენს. 

ეს მსოფლიო ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა რომელიმე პარტიის საპატიო თავმჯდომარე აღჭურვილია ამგვარი დიქტატორული უფლებამოსილებით. აღნიშნული წარმოადგენს ანტიკონსტიტუციურ სახელმწიფო გადატრიალებას, ყველა იურიდიული პარამეტრით და ამის გამო ჩვენ მას ვასაჩივრებთ საერთო იურისდიქციის სასამართლოში და ვითხოვთ, შეჩერდეს მმართველი პარტია "ქართული ოცნების" რეგისტრაცია, საკონსტიტუციოში კი მოვითხოვთ ამ მმართველი, დამნაშავე პარტიის აკრძლავას, რომელიც უკვე ოფიციალურად შეეხეო კონსტიტუციურ წეს-წყობილებას. მეგობრებო, უკვე დიდი განსაცდელის წინაშე დგება ჩვენი ქვეყანა. დიქტატორ ოლიგარქის აღვირახსნილი ვნებები მოსკოვიდა წარმარტთული, მიზნას ისახავს მის გადარჩენას სანქციებიდან და მეორე, პუტინის გეგმების განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში, ახალი განვითარების ძალიან საშიშ ფაზაში შევიდა და ჩვენ ყველა ერთად, წინ უნდა აღვუდგეთ ამ დამანგრეველ ტენდენციებს, რომელმაც შეიძლება, ქართული სახელმწიფოებრიობა ერთ დღეს დაამთავროს", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები