სტალინის გამოსახულებიან ხატს, სავარაუდოდ, საღებავი შეასხეს - რა ხდება სამებაში (ფოტოები)

09.01.24 17:54
სტალინის გამოსახულებიან ხატს, სავარაუდოდ, საღებავი შეასხეს - რა ხდება სამებაში (ფოტოები)

სტალინის გამოსახულებიან ხატს, სავარაუდოდ, საღებავი შეასხეს - ტაძარში შესვლის და გადაღების უფლებას მედიის წარმომადგენლებს არ აძლევენ.

ტაძარში, სადაც ხატია მოთავსებული, ახლა სახელმწიფო დაცვის თანამშრომლები იმყოფებიან და მიახლოების საშუალებას მედიის წარმომადგენლებს არ აძლევენ.

ხატის დაზიანებასთან დაკავშირებით ვიდეო ნატა ფერაძემ გაავრცელა. 

სამებაში რუსული ხატის ანალოგი ირმა ინაშვილმა და დავით თარხან მოურავმა მიიტანეს. ნამუშევარი სახელწოდებით „მატრონა ლოცავს სტალინს“  პრორუსული პარტიის დამფუძნებლებმა ცნობილ ქართველ ხატმწერს გააკეთებინეს. 

მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც ბელადიცაა გამოსახული, სამებაში რამდენიმე დღეა კიდია. არცერთ სასულიერო პირს სტალინის ხატის ეკლესიაში განთავსება არ გაუპროტესტებია.

ვნებათაღელვაა ამ ამბავზე მხოლოდ, შობის ღამეს ატყდა, როცა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარმა  ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქყვეყნა  და დასვა კითხვა, რა უნდა ეკლესიაში იმ კაცის გამოსახულებას, რომელმაც ასობით სასულიერო პირი მოკლა, ეკლესია მონასტრები დაანგრია და საქართველოს დამოუკიდებლობა გაანადგურა.

მსგავსი სიახლეები