ხატს, რომელზეც სტალიანია გამოსახული, სავარაუდოდ საღებავი შეასხეს - ვიდეო

09.01.24 17:14
ხატს, რომელზეც სტალიანია გამოსახული, სავარაუდოდ საღებავი შეასხეს - ვიდეო

 

 

საღებავი შეასხეს ხატს რომელზეც სტალიანია გამოსახული - სამებაში გადაღებულ კადრებს აქტივისტი ნატა ფერაძე ავრცელებს. 

"ტვ პირველი" დეტალებს ამ წუთებში არკვევს. 

სამებაში რუსული ხატის ანალოგი ირმა ინაშვილმა და დავით თარხან მოურავმა მიიტანეს. ნამუშევარი სახელწოდებით „მატრონა ლოცავს სტალინს“  პრორუსული პარტიის დამფუძნებლებმა ცნობილ ქართველ ხატმწერს გააკეთებინეს. 

მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც ბელადიცაა გამოსახული, სამებაში რამდენიმე დღეა კიდია. არცერთ სასულიერო პირს სტალინის ხატის ეკლესიაში განთავსება არ გაუპროტესტებია.  ვნებათაღელვაა ამ ამბავზე მხოლოდ, შობის ღამეს ატყდა, როცა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარმა  ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქყვეყნა  და დასვა კითხვა, რა უნდა ეკლესიაში იმ კაცის გამოსახულებას, რომელმაც ასობით სასულიერო პირი მოკლა, ეკლესია მონასტრები დაანგრია და საქართველოს დამოუკიდებლობა გაანადგურა.