პატიმარ გიორგი დავითაძის შესაძლო გაუპატიურების საქმეში ახალი გვარი გამოჩნდა
პატიმარი ასახელებს სასჯელაღსრულების კიდევ ერთ მაღალჩინოსანს რომლიც, გელა ისაშვილის მტკიცებით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის შესაძლო გაუპატიურების საქმის ფიგურანტია.
ყველაზე მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში მოთავსებული ისაშვილი ადვოკატს ეუბნება, რომ საუბარია მეექვსე დაწესებულების ციხის უფროსის მოადგილე დავით ნიკოლეიშვილზე.
დავით ნიკოლეიშვილის გვარი არაადამიამური მოპყრობის შესაძლო საქმეებზე არც ერთ პატიმარს აქამდე არ დაუსახელებია, თუმცა ლაითურის ციხეში მყოფმა ისაშვილმა მასთან შესულ ადვოკატს უამბო, რომ შოთა ტრაპაიძე და დავით ნიკოლეიშვილი არიან სწორედ ის პირები, რომლებიც მეექვსე პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებზე ძალადობენ:
მოგახსენებთ, რომ ბოლო შემოსვლისას, მათ ჩემს საკანში შემოჰყვა, ციხის უფროსის მოადგილე, დავით ნიკოლაიშვილი, რომელმაც ასევე მითხრა, რომ გიორგი დავითაძე ღირსი იყო, რომ გავაუპატიურეთო. აბა რა ეგონა, თანამშრომელი რომ დაჭრა, კარგი დღე დაადგებოდაო"- აღნიშნავს პატიმარი.
გელა ისაშვილი ის პატიმარია, რომელიც ამტკიცებს, რომ გიორგი დავითაძეზე განხიორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ ინფორმაცია მას ციხს თანამშრომლებმა პირადად დაუდასტურეს.
N6 პენიტენციური დაწესებულებიდან N1 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩემი ეტაპირების მიზეზი გახდა 2026 წლის 2 ოქტომბერს მომხდარი ინციდენტი.
ამ დღეს ვიმყოფებოდი ე.წ. „პრაგულკაზე“, რა დროსაც გიორგი დავითაძეს გავესაუბრე. მან საკუთარი გაუპატიურების შესახებ მომიყვა. ეს ინფორმაცია ჩემთვის სარწმუნო იყო, რადგან რამდენიმე თვით ადრე, ჩემთან საუბრისას, ბადრაგს უკვე ნათქვამი ჰქონდა, რომ გიორგი დავითაძე გააუპატიურეს.
უფრო მეტიც, 23 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც გიორგიმ მომხდარი სექსუალური ძალადობის შესახებ გვიამბო, კვლავ ვხედავდი, როგორ განაგრძობდნენ ციხის თანამშრომლები მის დაცინვას და ეუბნებოდნენ: „ხომ მაინც გაგაუპატიურეთო“.
ჩემს საკანშიც მესმოდა, როგორ აყენებდნენ ბადრაგები გიორგი დავითაძეს სიტყვიერ შეურაცხყოფას. ამას ჩემი პროტესტი მოჰყვა — გიორგის მხარდაჭერა გამოვუცხადეთ. ამის შემდეგ ჩემს საკანში რამდენიმე თანამშრომელი შემოვიდა და მითხრა: „გიორგი დავითაძეს გვერდში რომ დაუდექი, რეზინის ხელთათმანით რომ გავაუპატიურეთ, უარესის ღირსი იყოო“. ერთ-ერთმა მათგანმა ისიც მითხრა: „აბა, თანამშრომელი რომ დაჭრა, რა ეგონაო“ - უთხრა პატიმარმა ადვოკატს.
ისაშვილი ასევე აღწერს, რომ შოთა ტრაპაიძემ მას პირადად უთხრა, რომ პატიმარი დავითაძეზე მისი ოჯახის აქტიურობის გამო იძალადეს.
ლაითურის ციხეში მყოფი პატიმარი აღნიშნავს, რომ ისიც არაეღთხელ გამხდარა ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.
გიორგი დავითაძისთვის სოლიდარობის გამოცხადების გამო, ციხის თანამშრომლები საკანში რამდენჯერმე შემოვიდნენ. მოგვიანებით, შოთა ტრაპაიძემ მითხრა, რომ დავითაძის ოჯახის აქტიურობის გამო მოხდა მისი გაუპატიურება.
2026 წლის 29 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, პატიმრების მილოცვის შემდეგ, 5-6 თანამშრომელი თავს დამესხა, მცემეს და ცდილობდნენ, კამერების ხედვის არეალისთვის აერიდებინათ ძალადობა. შემდეგ დესკალაციის ოთახში გადამიყვანეს, სადაც მთელი დღე ხელბორკილებით მყავდი და ტემპერატურას ხელოვნურად ზრდიდნენ. ტრაპაიძე კი მომხდარის გამო მაქსიმალური სასჯელით დამემუქრა"- აცხადებს გელა ისაშვილი.
ამასთან, გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ გელა ისაშვილი არ არის ერთადერთი მსჯავრდებული, რომელიც ციხის თანამშრომლების წინააღმდეგ ალაპარაკებას აპირებს.
ირმა დავითაძე იუსტიციის მინისტრს მოუწოდებს, ყველაზე მკაცრი დაწესებულებაში მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლები შეუშვან, რომ მათ უშუალოდ პატიმრებისგან მოისმინონ, რა ხდება შოთა ტრაპაიძის დაწესებულებაში.
ისაშვილს წინა კვირას დავითაძის უფებადამცველი შეხვდა. მაშინ დარეჯან სულაშვილმა "პირველებს" უთხრა, რომ მას პატიმართან გასაუბრების ჩანაწერების გატანაზე ციხის ადმინისტრაცია უარს ეუბნებოდა, თუმცა არაც ფაქტი მედიით გახმაურდა, ადგილზე კი პოლიცია მივიდა ადვოკატმა ხელნაწერის გამოტანა შეძლო.