TI: ცხოველის მიმართ სისასტიკე ადამიანის გულზე მეტყველებს, სახელმწიფოს შემთხვევაში კი - მისი ინსტიტუტების ხასიათზეც
მიუსაფარი ძაღლების სავარაუდო მასობრივი დახოცვა არაჰუმანური, უკანონო და არაეფექტიანი პრაქტიკაა - ამის შესახებ განცხადებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს.
ორგანიზაცია „ნოდარ მელაძის შაბათის“ მიერ გავრცელებულ კადრებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ჯანმრთელი, არააგრესიული და ვაქცინირებული ძაღლების მოკვლა ევთანაზიად ვერ ჩაითვლება, ხოლო ცხოველების საცხოვრებელი გარემოდან გაყვანისა და უკან არდაბრუნების პრაქტიკა კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ გამოძიებას, თავშესაფრების ინსპექტირებასა და ცხოველების მიღების, მკურნალობისა და გაშვების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას მოითხოვს. ორგანიზაციის შეფასებით, მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვა სტერილიზაციითა და პრევენციით უნდა ხდებოდეს და არა მათი განადგურებით.
ვრცლად ნახეთ აქ.