ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიების განახლების მოთხოვნით პროკურატურასთან დღესაც შეიკრიბა

02.11.26 12:53
ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიების განახლების მოთხოვნით პროკურატურასთან დღესაც შეიკრიბა

თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობის საქმის განახლების მოთხოვნით ოჯახი ყოველ ორშაბათს გენერალურ პროკურატურასთან აქციას აწყობს. 

მთავარ საგამოძიებო უწყებასთან პროტესტი დღესაც გაიმართა.

 ისევ მივმართავ პროკურატურასთან,  რომ ხელახლა დაიწყოს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება და თუ არაფრის ეშინიათ და არც უნდათ გამოძიება, მაშინ კეთილი ინებონ, ამ ბოროტების სავანემ, გადმოგვცეს მრავალტომიანი მასალები, დაგვიბრუნონ ბავშვის კომპიუტერი, რომელიც სახლიდან არის წაღებული. მაინც არ გავჩერდები, ბოლომდე ვიბრძოლებ, ბოლომდე შევუქმნი დისკომფორტს ამათ, სანამ სამართალი მაინც იზეიმებს. დამნაშავეები მაინც დაისჯებიან", - აღნიშნავს თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი. 

გაურკევველ ვითარებაში გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახი დარწმუნებულია, რომ 23 წლის ქალი მოკლულია.

ბაჩალიაშვილები დღემდე ითხოვენ ამ საქმის ხელახალ გამოძიებას, საქმის მასალების გადმოცემას და შესაძლო დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას, მაგრამ უშედეგოდ.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა ქალის ცხედარი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება ამტკიცებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

 

მსგავსი სიახლეები