ცხოველის წამება და არასრულწლოვნის სავარაუდო სექსუალური შევიწროება - რა მოხდა მარნეულში
ამ კადრებმა დღეს სოციალური ქსელი ააფეთქა. უმძიმესი ვიდეო, სადაც 50 წლამდე მამაკაცი სასტიკად უსწორდება ძაღლს. ცემს უმაწყოლად ხელკეტით, როდესაც ჯოხი უტყდება ახალს იღებს და ცხოველის ცემას განაგრძობს. ეს შემზარავი კადრები საკმარისი აღმოჩნდა, რომ მოძალადე კაცი დაეკავებინათ. მას ან ჯარიმა ან 3 წლიანი ციხე ემუქრება. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. დღეს არანაკლებ მძიმე ამბავი გახდა ცნობილი, სადაც ასევე დაკავებული არიფ გოიშოვი ფიგურირებს. საქმე არასრულწლოვანის სავარაუდო სექსუალურ შევიწროებას ეხება.
გოიშოვი სამი დღის წინ გოგონას ახლობლებმა სასტიკად სცემეს. ამ ფაქტს დაკავებულის დედა უყვება "პირველებს". ფიზიკური ანგარიშსწორება მას შემდეგ მოხდა, რაც მოზარდი გოგონას ახლობლებმა მომხდარის შესახებ შეიტყვეს. თუმცა პოლიციისთვის მაშინ არ მიუმართავთ და პირადად გაუსწორდნენ სავარაუდო მოძალადეს. ეს ამბავი კი მარნეულში მას შემდეგ გახმაურდა რაც ძაღლის სასტიკი ცემის კადრები გავრცელდა სოციალურ ქსელში. ახლა პოლიცია არა მხოლოდ ცხოველის წამების, სკოლის მოსწავლის სავარაუდო შევიწროების ფაქტსაც იძიებს.