ვინ ჩაანაცვლებს ღარიბაშვილს - კალაძე თუ ლილუაშვილი? - ივანიშვილის ვერდიქტის მოლოდინში
ბიძინა ივანიშვილის ვერდიქტის მოლოდინში. ვისზე დადებს ფსონს ოლიგარქი? პოლიტიკურ კულუარებში უკვე საუბრობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გადაყენება პრაქტიკულად გადაწყვეტილია და ეს არ იქნება ერთადერთი საკადრო ცვლილება, რომელსაც ივანიშვილი სამთავრობო კაბინეტში გეგმავს. "პირველების" ინფორმაციით, პრემიერის პოსტზე კახა კალაძის და გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურა განიხილება. ახლა არჩევანი ივანიშვილმა უნდა გააკეთოს, რომელს უფრო ენდობა ამ ორი ჩინოვნიკიდან.
ყველა ბერკეტი, რაც ივანიშვილს აქამდე არაფორმალურად ქონდა, დღეს უკვე ოფიციალურად მისმა პარტიამ გადააბარა. "ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ერთპიროვნულად მიიღებს გადაწყვეტილებას, ვინ უნდა დაინიშნოს მთავრობის მეთაურის პოსტზე. აქამდე ეს უფლება ირაკლი კობახიძეს ჰქონდა, თუმცა ივანიშვილმა ჩამოართვა. როგორ ჩანს, პოლიტიკაში მესამედ დაბრუნებული ოლიგარქი წინასაარჩევნოდ მის პარტიაში დიდ წმენდას იწყებს.