დაბლოკავენ თუ არა პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშს თუ ფორმალურად მაინც მოუსმენენ "ოცნების" დეპუტატები

09.01.24 20:20
დაბლოკავენ თუ არა პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშს თუ ფორმალურად მაინც მოუსმენენ "ოცნების" დეპუტატები

 

დარჩება თუ არა 6 თებერვალს პრეზიდენტისთვის განკუთვნილი საპარლამენტო ტრიბუნა ცარიელი? - "ქართულ ოცნებას" ზურაბიშვილის მოსმენა არ უნდა და არც მალავს. ახლა მთავარი კითხვაა, დაბლოკავენ თუ არა საერთოდ სახელმწიფოს მეთაურის ყოველწლიურ ანგარიშს თუ ფორმალურად მაინც მოუსმენენ. პროცედურული ბერკეტები უმრავლესობის ხელშია. თუმცა როგორც ჩანს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.  შევჯერდებით - ეს არის "ოცნების" მთავარი გზავნილი. 

უმრავლესობას შეუძლია უბრალოდ სხდომაზე რეგისტრაცია არ გაიაროს და პრეზიდენტის გამოსვლაც ავტომატურად ჩავარდება, ან საერთოდ არ დაესწროს სხდომას. თუ მაინც გადაწყდება ზურაბიშვილისთვის ტრიბუნის დათმობა, ეს ნიშნავს, რომ დარბაზში მყოფ "ოცნებას" უმძიმესი კრიტიკის მოსმენა მოუწევს. თუმცა რთული დილემის წინაშე მდგარი "ოცნების" ლიდერშიპი ასეთ გადაწყვეტილებებს უკვე აღარ იღებს. უმრავლესობა  პარტიის ახალი საპატიო თავმჯდომარის ვერდიქტს  ელოდება.

მსგავსი სიახლეები