რეპრესიები პაპუაშვილის სახელით - დაიბრუნებს თუ არა მედია პარლამენტში კითხვის დასმის უფლებას
დაიბრუნებს თუ არა მედია პარლამენტში კითხვის დასმის უფლებას. არასამთავრობო სექტორი შალვა პაპუაშვილის დრაკონული განკარგულების წინააღმდეგ. საკონსტიტუციო სასამართლომ "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" სარჩელი განსახილველად მიიღო. შალვა პაპუაშვილის ბრძანება ეწინააღმდეგება ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლებას - ამის დამტკიცებას იურისტები უკვე სასამრთლოში შეეცდებიან.
უკვე რამდენიმე თვეა, მედიას საკანონმდებლო ორგანოში მკაცრი შეზღუდვების პირობებში უწევს მუშაობა. თუ რესპონდენტს არ სურს მიახლოებაც კი არ შეიძლება, ჟურნალისტმა დამატებითი კითხვები არ უნდა დასვას, თუ "ოცნების" დეპუტატს ეს არ სურს - წინააღმდეგ შემთხვევაში აკრედიტაციის გარეშე დარჩება. ახალ ბერკეტს ხელიუფლება კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ეფექტურად იყენებს. "ოცნებისთვის" არასასურველი უკვე 10-ზე მეტი ჟურნალისტი პარლამენტიდან ერთი თვით გააძევეს.