რუსული სანგრები გრემისხევთან - საქართველოს სახელმწიფო უწყებებში სრული დუმილია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ დრომდე დუმს კიდევ ერთი რუსული პროვოკაციის შესახებ. რუსი ჯარისკაცები გრემისხევთან საბრძოლო სანგრებს თხრიან და საგუშაგოებს აწყობენ. ინფორმაცია და ფოტო მასალა ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა გაავრცელეს, სადაც რუსი სამხედროების მიერ დაწყებული სამუშაო პროცესი ჩანს. დაახლოებით 10 დღის წინ კი ამავე ტერიტორიაზე ოკუპანტებმა ახალი ბანერი დაამონტაჟეს.
რუსეთის ახალი გეგმის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უწყებებში სრული დუმილია, ისევე როგორც არანაირი რეაგირება არ მოყოლია ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობას. სასტიკი დანაშაულიდან ორი თვის შემდეგ ქართულ გამოძიებას არ ჰყავს არცერთი ბრალდებული და არცერთ რუს სამხედროზე ძებნა არ გამოუცხადებიათ. გინტურის ოჯახის წევრებისთვის ჯერ საქმის მასალებიც კი არ გადაუციათ.