ქვეყანაში კოვიდი, ე.წ. ღორის გრიპი და სეზონური ვირუსი ერთად ცირკულირებს - "მედგიდმა" მუშაობა განაახლა
"მედგიდმა" მუშაობა განაახლა. ჯანდაცვის სისტემაში არსებული სრული კოლაფისის გამო მედიკოსთა ჯგუფი იძულებული გახდა ეს გადაწყვეტილება მიეღო, რადგან ეპიდაფეთქების ფონზე ადამიანები შველას ითხოვენ. "მედგიდის" ფუნქციონირების შესახებ საზოგადოებას პროექტის დამფუძნებელმა სოფო ჯაფარიძემ აცნობა.
მაშინ, როდესაც ქვეყანაში 15-მდე სახეობის ვირუსი ცირკულირებს, კლინიკები პაციენტებით გადავსებულია და სისტემა მათ მომსახურებას ვერ ახერხებს, მედიკოსთა კვალიფიციური ჯგუფი მოქალაქეებს დახმარებას დისტანციურად გაუწევს.