ბლინკენი ისრაელში ნეთანიაჰუს შეხვდა

09.01.24 20:44
ბლინკენი ისრაელში ნეთანიაჰუს შეხვდა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 9 იანვარს ისრაელის მთავრობის წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრები გამართა. ეს 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმიდან ბლინკენის ისრაელში რიგით მე-5 ვიზიტია.

ისრაელში ვიზიტად მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ქვეყნის პრემიერმინისტრს შეხვდა. ენტონი ბლინკენმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბარში ღაზის სექტორში მშვიდობიან მოსახლეობაში დანაკარგებისთვის თავის არიდებასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვას გაუსვა ხაზი.

ნეთანიაჰუსთან საუბარში ბლინკენმა ხაზი გაუსვა ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისადმი შემდგომი ზიანისთვის თავის არიდების მნიშვნელობას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვას" - წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები