სტალინის გამოსახულებიან ხატზე საღებავის შესხმის ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
სამების ტაძარში წმინდა მატრონას ხატზე, რომელზეც სტალინიც არის გამოსახული, საღებავის შესხმის ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
გომელაურის უწყებაში ამბობენ, რომ საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოში გადაიგზავნება.
სამებაში რუსული ხატის ანალოგი ირმა ინაშვილმა და დავით თარხან მოურავმა მიიტანეს. ნამუშევარი სახელწოდებით „მატრონა ლოცავს სტალინს“ პრორუსული პარტიის დამფუძნებლებმა ცნობილ ქართველ ხატმწერს გააკეთებინეს.
მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც ბელადიცაა გამოსახული, სამებაში რამდენიმე დღეა კიდია. არცერთ სასულიერო პირს სტალინის ხატის ეკლესიაში განთავსება არ გაუპროტესტებია.
ვნებათაღელვაა ამ ამბავზე მხოლოდ, შობის ღამეს ატყდა, როცა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარმა ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქყვეყნა და დასვა კითხვა, რა უნდა ეკლესიაში იმ კაცის გამოსახულებას, რომელმაც ასობით სასულიერო პირი მოკლა, ეკლესია მონასტრები დაანგრია და საქართველოს დამოუკიდებლობა გაანადგურა.