ე.წ. პიჯაკების საქმე - ჩაერთვება თუ არა დღევანდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილი?
ე.წ პიჯაკების საქმე - ჩაერთვება თუ არა პროცესზე მიხეილ სააკაშვილი, ეს კითხვა კვლავ პასუხგაუცემელი რჩება.
ადვოკატების თქმით, მესამე პრეზიდენტს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს შესაძლებლობას, რომ სხდომაში მიიღოს მონაწილეობა, თუმცა რა არის მიზეზი და რა ჩივილები აქვს მიხეილ სააკაშვილს, ამის შესახებ ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც სასამართლო პროცესი დაიწყება და მოსამართლე "ვივა მედიდან" გამოგზავნილ დოკუმენტს წაიკითხავს, სადაც უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის პოზიცია იქნება გაწერილი.
ადგილზე შეკრებილები არიან მესამე პრეზიდენტის თანაგუნდელები.
"ინფორმაცია არ მაქვს, შეძლებს თუ არა ჩართვას სასამართლოზე. თუმცა ტარდება პროცესი. მოდიან მოწმეები, რამდენადაც ვიცით, მაგრამ ეს პროცესი არის თავდიან ბოლომდე პოლიტიკური პროცესი. უკვე 10 წელია რომ სასამართლო მიდის, ესეც მიუთიტებს, რომ ეს არის თითიდან გამოწოვილი საქმე", - ამბობს ირაკლი ნადირაძე.