მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს ვერ ესწრება
მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს ვერ ესწრება - მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა.
ამის შესახებ სასამართლო სხდომის დაწყებისას გახდა ცნობილი, როდესაც მოსამართლემ "ვივა მედიდან" გაგზავნილი წერილი წაიკითხა.
"პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტის ოფიცრებმა მსჯავრდებულს შესთავაზეს დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასწრება ან დისტანციურად ჩართვა, რაზეც მსჯავრდებულმა განაცხადა უარი მისივე განმარტებით, უარის მიზეზად დასახელებულია ჯანმრთელობის მდგომარეობა", - თქვა მოსამართლემ.
სხდომა ე.წ. პიჯაკების საქმეზე საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.