პროცესები სასამართლოში ფარსია, სააკაშვილი არის პუტინის პირადი ტყვე და ამ ტყვეობის პროცესს ივანიშვილის მოღალატეობრივი რეჟიმი ახორციელებს - ბარამიძე
„მე ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოებისთვის ნათელია, რომ ეს პროცესები სასამართლოში არის ფარსი, პრეზიდენტი სააკაშვილი არის ვლადიმერ პუტინის პირადი ტყვე და ამ ტყვეობის პროცესს ახორციელებს ივანიშვილის მოღალატეობრივი რეჟიმი.“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ საქალაქო სასამართლოში განაცხადა.
ბარამიძის თქმით, ახლოვდება არჩევნები, რომელმაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება უნდა გადაწყვიტოს, აქედან გამომდინარე ენმ-ს ლიდერს მიაჩნია, რომ კიდევ უფრო აქტუალური ხდება პრეზიდენტ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.
„მე ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოებისთვის ნათელია, რომ ეს პროცესები სასამართლოში არის ფარსი, პრეზიდენტი სააკაშვილი არის ვლადიმერ პუტინის პირადი ტყვე და ამ ტყვეობის პროცესს ახორციელებს ივანიშვილის მოღალატეობრივი რეჟიმი და ბუნებრივია, ამას ყველაფერს თვალს ადევნებს როგორც ქართული საზოგადოება, ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ახლოვდება არჩევნები, რომელიც უნდა იყოს განმსაზღვრელი ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების, აქედან გამომდინარე კიდევ უფრო აქტუალური ხდება პრეზიდენტ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება ამ უკანონო პატიმრობიდან, რადგანაც ყველასთვის ნათელია, რომ ის არა თუ პოლიტიკური პატიმარია, არამედ მისი თავისუფლება უშუალოდ არის დაკავშირებული ამ ქვეყანაში მეტ ნაკლებად მაინც სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარებასთან, ამიტომ ბუნებრივია კიდევ ერთხელ მოვითხოვთ მის გათავისუფლებას, პრეზიდენტ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და საქართველოს არ უნდა ჰყავდეს პოლიტიკური პატიმრები.“ - განაცხადა გიორგი ბარამიძემ