ოზურგეთის მერს ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებენ
ოზურგეთის მერს ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებენ. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ავთანდილ თალაკვაძემ ხალხის ფულით საახალწლოდ ექვსი ათას ლარიანი ფოტო აპარატი იყიდა. გაჭირვებული ხალხის ქალაქშიი საახალწლო ხარჯებმა ფაქტობრივად რეკორდი მოხსნა.
მხოლოდ მერიის შენობის განათება და მორთვა 24 ათას ლარამდე დაჯდა. საახალწლო ღონისძიებებში კი ჯამში 300 ათასამდე დაიხარჯა. ეს ხდება ქალაქში, რომელიც რამდენიმე თვის წინ სტიქიამ დააზარალა. ამ დრომდე კი მოსახლეობა ზარალის ანაზღაურებას ელოდება. მოშლილია ცენტრალური გზებიც, რის გამოც, სკოლაში მისასვლელად, მოზარდები ყოველდღიურად ლიანდაგებზე გადადიან, რაც საფრთხისშემცველია. ბრალდებებს ოზურგეთის მერი, ამ დრომდე არ პასუხობს.
"ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ ახალ წელს საკუთარ თავს 6000 ლარად შეფასებული აპარატი უყიდა, მაშინ, როდესაც ჩვენ უამრავი პრობლემის იდენტიფიცირება მოვახდინეთ. თითქმის ყოველი მეორე ადამიანი შიმშილობს და ჩვენ ვხედავთ, რომ "ოცნების" მაღალჩინოსნები ბიუჯეტს საკუთარ თავზე და საკუთარ კომფორტზე ირგებენ", - ამბობს ადგილობრივი ოპოზიცია.