"თანამდებობა სანქციებისგან ვერ იხსნის" - გაიზიარებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი პლახატნიუკის ბედს
"ოლიგარქია საქართველოში არის თვალსაჩინო და იმაზე უფრო თვალსაჩინო, ვიდრე ოდესმე ყოფილა"- ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
დეკანოიძე ბიძინა ივანიშვილს მოლდოველი ოლიგარქის ბედს ახსენებს და ამბობს რომ თანამდებობამ პლაჰოტნიუკი სანქციებისგან ვერ იხსნა.
ხშირ შემთხვევაში მდიდრდება უკანონოდ და მის ფინანსურ, უზღვავ გავლენას, იყენებს სწორედ საკუთარი გავლენის გასაზრდელად და მართვას მმართველ პარტიას. ამიტომ ოლიგარქია საქართველოში არის თვალსაჩინო და იმაზე უფრო თვალსაჩინო, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
პლაჰოტნიუკი წლების განმავლობაში პარტიის თავმჯდომარე იყო, ზუსტად იგივე, ოლიგარქიული გავლენებით სარგებლობდა, ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილის ის მოქმედებები, რომელიც გამოიწვევს სანქციებს, მას არ ააცილებს, არ იქნება რაღაც გამოსასყიდი, იმ მთხვევაში თუ იგი არის პარტიის საპატიო თუ არასაპატიო თავმჯდომარე. ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
პლაჰოტნიუკს მილიონობით დოლარის გათეთრებაში ედება ბრალი და მოლდოვას მასზე ძებნა აქვს გამოცხადებული. 2019 წელს, არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მან ქვეყანა დატოვა.
მიტაცებული არჩევნები, გავლენა სასამართლო სისტემასა და სამართალდამცავ უწყებებზე, კორუფცია და მედიის სრული კონტროლი - ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც შეერთებულმა შტატებმა მილიარდერი და მოლდოვის ყველაზე მდიდარი ადამიანი დაასანქცირა.