წყალი არ გაუვა, რომ ივანიშვილს სახელმწიფო მიტაცებული აქვს, მისი პარტია ქვეყანას EU-ში ვერ შეიყვანს - ნაცვლიშვილი

10.01.24 14:22
წყალი არ გაუვა, რომ ივანიშვილს სახელმწიფო მიტაცებული აქვს, მისი პარტია ქვეყანას EU-ში ვერ შეიყვანს - ნაცვლიშვილი

 30 დეკემბრის გადაწყვეტილება ოპოზიციას კიდევ ერთხელ არწმუნებს, რომ ივანიშვილი ნამდვილად ოლიგარქია და აქვს პოლიტიკური ინტერესიც, რაც ამ სტატუსის ერთ-ერთი კრიტერიუმია. 

"ლელო-საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ პარტია, რომრლსაც ოლიგარქი მართავს, ქვეყანას ევროკავშირში ვერ შეიყვანს:  

ყველა ის ეჭვი მის  ოლიგარქიულ მმართველობასთან დაკავშირებით დაადასტურა, რომელიც ამ წლების განმავლობაში გამოითქმოდა. წყალი არ გაუვა იმას, რომ სწორედ მას აქვს მიტაცებული სახელმწიფოს მართვის პროცესი. ეს ხელისუფლება თავისი ოლიგარქით და პარტიულად მართული სახელმწიფოთი ვერ შეძლებს, რომ საქართველო გახადოს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახადოს"- ამბობს ნაცვლიშვილი. 

მსგავსი სიახლეები