ოლიგარქი ჩრდილში იქნება თუ აქტიურ პოლიტიკაში, არ აქვს მნიშვნელობა - ეს არ იქნება არსებითი წინაღობა სანქცირებისთვის - გახარიას გუნდი
ოლიგარქი ჩრდილში იქნება თუ აქტიურ პოლიტიკაში, არ აქვს მნიშვნელობა - ეს არ იქნება არსებითი წინაღობა სანქცირებისთვის, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, უხერხულობების შექმნის მთავარი საკითხი იქნება სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენება ფარად ივანიშვილის მხრიდან და ამ შესაძლო სცენარში დიპლომატიური დაძაბულობის შექმნა საქართველოს მხრიდან.
გვახსოვს, ივანიშვილის ფულის დაცვაზე რა ხდებოდა, როგორ ჩამწკრივდნენ პრემიერით დაწყებული, პარლამენტის თავმჯდომარით დამთავრებული ყველა თანამდებობის პირი და როგორ იცავდნენ მის ფინანსურ ინტერესებს, როცა ის საერთოდ საჯარო ფიგურას არ წარმოადგენდა, წარმოიდგინეთ, როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, როგორ შეიძლება მან გამოიყენოს სახელმწიფო ინსტიტუტები და გადაიყვანოს ეს საკითხი დიპლომატიურ უხერხულობებში.
სხვათა შორის საინტერესოა, დეოლიგარქიზაციის კანონმდებლობის ახლა მოქმედების შემთხვევაში, შეძლებდა თუ არა ივანიშვილი საჯაროდ დაბრუნებულიყო?"- განაცხადა ლილუაშვილმა.