საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლი 1,8 მილიონი პოლონელი გახდა, აქედან 150 ათასი დაიღუპა - პოლონეთის საელჩოს პირველი გამოხმაურება

10.01.24 14:57
საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლი 1,8 მილიონი პოლონელი გახდა, აქედან 150 ათასი დაიღუპა - პოლონეთის საელჩოს პირველი გამოხმაურება

პირველი გამოხმაურება სტალინის გამოსახულებიან ხატზე - პოლონეთის საელჩო სოციალურ ქსელში, საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და თან სამების ტაძარში განთავსებულ  ხატის ფოტოს ურთავს, რომელზეც სტალინია გამოსახული.

საელჩო წერს, რომ პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტმა პოლონეთის იმ მოქალაქეების საერთო რაოდენობა დაადგინა, რომლებიც საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ. 

პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტმა პოლონეთის იმ მოქალაქეების საერთო რაოდენობა დაადგინა, რომლებიც საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ - 1,8 მილიონი. აქედან 150 ათასი დაიღუპა. მათი უმეტესობა 1939-1941 წლებშია რეპრესირებული, როდესაც სადამსჯელო ოპერაციების შედეგად დაახლოებით 1,6 მილიონი ადამიანი დაზარალდა. 200 000-მდე პოლონელი კი 1944-1952 წლების რეპრესიებში მოჰყვა. კვლევები ჯერ კიდევ გრძელდება.

მსგავსი სიახლეები