ივანიშვილის შემოსვლა პოლიტიკაში ახალ სალაპარაკო სივრცეებს აჩენს, საინტერესოა, არის თუ არა სააკაშვილი მართლა სალაპარაკოდ მზად - ხვიჩია

10.01.24 15:21
ივანიშვილის შემოსვლა პოლიტიკაში ახალ სალაპარაკო სივრცეებს აჩენს, საინტერესოა, არის თუ არა სააკაშვილი მართლა სალაპარაკოდ მზად - ხვიჩია

საინტერესოა, არის თუ არა სააკაშვილი მართლა სალაპარაკოდ მზად - "გირჩის" ლიდერს იაგო ხვიჩიას აინტერესებს, რას ფიქრობს მესამე პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე.

ხვიჩიას თქმით,  ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში ახალ სალაპარაკო სივრცეებს აჩენს, ამიტომ ოპოზიციონერი მესამე პრეზიდენტს ურჩევს თავის გამოსვლებს სასამრთლოდან "რაღაც" უფრო შთამბეჭდავი დაამატოს.

გამოსვლა და მისი პოზიციონირება მაინტერესებს ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ რეალობაზე და იმ მიზნებზე, რომელიც შეიძლება მას გააჩნდეს. იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში ახალ სალაპარაკო სივრცეებს აჩენს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე და რამდენად არის მიხეილ სააკაშვილი მზად იმისთვის, რომ მართლა სალაპარაკოდ მზად იყო სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან. ეს ნაწილი მე ძალიან მაინტერესებს და ისედაც მაქვს მე წერილობითი მიმოწერა მიხელ სააკაშვილთან. ჩვენ აქამდე ვნახეთ ბევრი სასამართლო, მიხეილ სააკაშვილის ბევრი განცხადება, მაგრამ არცერთი მათგანი არ ყოფილა შთამბეჭდავი, იმიტომ, რომ რაღაცა აკლდა და მე მგონია, რომ ის რაღაცა უნდა იპოვოს მიხეილ სააკაშვილმა და უნდა დამატოს თავის გამოსვლებს სასამართლოდან, თორემ აქამდე როგორაც გამოდიოდა, ამ გამოსვლების დიდმა ნაწილმა უაზროდ ჩაიარა", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი სიახლეები