სააკაშვილს როცა უნდა პოლიტიკურ განცხადებებსაც აკეთებს და მღერის კიდეც - ვოლსკი

10.01.24 15:28
სააკაშვილს როცა უნდა პოლიტიკურ განცხადებებსაც აკეთებს და მღერის კიდეც - ვოლსკი

"ოცნება" ისევ ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი კარგ პირობებშია. გია ვოლსკის თქმით, ამის გამო საზოგადოებაში გარკვეული ნეგატიური შეხედულებები არსებობს.

ვოლსკი ამბობს, რომ სააკაშვილს როცა უნდა პოლიტიკურ განცხადებებსაც აკეთებს და მღერის კიდევაც.

საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის შეხედულება არის ის, რომ არ შეიძლება პოლიტიკურ თათბირებს ატარებდეს. უფრო მეტსაც გეტყვით, ძალიან დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ არ შეიძლება, საავადმყოფოს პირობებში ლუქსში ცხოვრობდეს და ასეთი პირობები ჰქონდეს, სადაც დედასთან და სხვა ახლობლებთან იხდიდეს სასჯელს. ლოგიკურიც არის, რომ ამ თემაზე არის გარკვეული ნეგატიური შეხედულებები. ფაქტია, რომ პოლიტიკურ განცხადებებსაც აკეთებს, მღერის კიდევაც, როდესაც საჭიროდ ჩათვლის ჰიმნი იმღეროს და აკეთებს გარკვეულ განცხადებებს, რომ წერილებით მიმართოს მსოფლიო ლიდერებს, ევროკავშირის თუ ევროპარლამენტის წევრებს. ეს რეალობა თუ მოცემულობაა", - ამბობს გია ვოლსკი

მსგავსი სიახლეები