ივანიშვილს არასდროს დაუშვია, რომ პროცესები ფარდის მიღმა პოზიციიდან ემართა - ვოლსკი

10.01.24 15:19
ივანიშვილს არასდროს დაუშვია, რომ პროცესები ფარდის მიღმა პოზიციიდან ემართა - ვოლსკი

"ივანიშვილი არ არის ოლიგარქი" - "ქართული ოცნება" პარტიის დამფუძნებლის საჯარო პოლიტიკაში გამოჩენის მოუხედავად ფიქრობს, რომ ეს სტატუსი მას არც ახლა შეესაბამება.

არადა კობახიძის გუნდი გასულ წელს ამბობდა, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში არ იყო და ის ოლიგარქად ვერ შეფასდებოდა. ახლა მისი გამოჩენის შემდეგ კი მათ რიტორიკა რადიკალურად შეცვლილია. 

გია ვოლსკის განმარტებით, ოლიგარქიაა, როცა გაქვს ფინანსური რესურსი, გარკვეული მოქმედებების ან პროცესების მობილიზებას ახდენ, რაც ქვეყანას აზიანებს და მართავ ისე, რომ შენი სიტყვაა მთავარი, საბოლოო და გადამწყვეტი. ვოლსკის თქმით, ივანიშვილის რესურსების მიუხედავად, ასეთი რამ არ მომხდარა.

"რა არის მისი დანაშაული გარდა იმისა, რომ  ემსახურება თავის ქვეყნას" - ამბობს გია ვოლსკი ბიძინა ივანიშვილზე. მეტიც, "ქართული ოცნების" ლიდერი პრობლემას ვერ ხედავს ვერ იმაში რომ ივანიშვილი კონკრეტულ პირებს რჩევებს აძლევდეს: 

ბიძინა ივანიშვილის დიდი ფინანსური რესურსი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენება, მაგრამ ამ დიდი ფინანსური რესურსის უკან არის პოზიტიური პროექტების უშველებელი ჩამონათვალი, რაც მან საქართველოსთვის გააკეთა. ვერ მომიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, როცა მის გამგებლობაში დიდი ფინანსური რესურსის არსებობა ნეგატიურად შეიძლება იყოს დახასიათებული"- აცხადებს ვოლსკი და ამტკიცებს, რომ ოლიგარქები ოპოზიციის ლიდერები და ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები არიან. 

რაც შეხება ბიძინა ივანიშვილს, "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით,  ბიძინა ივანიშვილს არასდროს დაუშვია, რომ პროცესები ფარდის მიღმა პოზიციიდან ემართა, ჩვენ თვალწინ ასეთი არაფერი მომხდარა.

ოლიგარქია გარკვეულ ნეგატიურ კრიტერიუმებთან არის დაკავშირებული, როცა გაქვს ფინანსური რესურსი და გარკვეული მოქმედებების ან პროცესების მობილიზებას ახდენ, რაც ქვეყანას აზიანებს, მაგრამ გაძლიერებს როგორც პოლიტიკურ სტრუქტურას და პოლიტიკურ ძალას ან მართავ ქვეყანას ისე, რომ შენი სიტყვაა მთავარი, საბოლოო და გადამწყვეტი. ასეთი რამ არ მომხდარა, იმის მიუხედავად, რომ ბიძინა ივანიშვილს სერიოზული პოლიტიკური რესურსი გააჩნდა, როცა ის პრემიერ - მინისტრი იყო და როცა პარტიის ხელმძღვანელი იყო.

ახლაც ასე იქნება! ამ შუალედებშიც არასდროს დაუშვია, რომ რაღაც ფარდის მიღმა პოზიციიდან ემართა - ჩვენს თვალწინ ასეთი არაფერი მომხდარა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები