ამ ქვეყნისთვის თუ რამე არ გაუკეთებია, არაფერი დაუშავებია არ ეკუთვნის საერთაშორისო სანქიები - დავითულიანი ივანიშვილზე
ოლიგარქის განსაზღვრებას თავისი კრიტერიუმები აქვს, რომლის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
„ეს კრიტერიუმები უკრაინის მთავრობამ დაწერა და ვენეციის კომისიამ მოუწონა. ამ კრიტერიუმების მიხედვით, ოლიგარქია კეზერაშვილი, ბიძინა ივანიშვილი არ არის. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის. ოთხი კრიტერიუმიდან სამი უნდა დააკმაყოფილო, რომ ოლიგარქი იყო. ერთი კრიტერიუმი იყო მედიაზე გავლენის ქონა, გარკვეული თანხების ფლობა, გადამწყვეტი წილი რომელიმე ბიზნესში და პოლიტიკური ინტერესი. ბიძინა ივანიშვილს 80 მილიონზე მეტი აქვს, პოლიტიკაში მონაწილეობს, მედიას არ ფლობს და ბაზარზე მონოპოლია არ აქვს. სად არის მისი მხრიდან მედიაზე გავლენა? გამარჯობა! - არ აქვს გავლენა.
არ ეკუთვნის ამ კაცს არანაირი საერთაშორისო სანქცია, არაფერის არ აფუჭებს, თუ რამე არ გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის, ნამდვილად არაფერი დაუშავებია და გაუკეთა ძალიან ბევრი“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.