"საწყალი... სააკაშვილის ცუდად გახდომის უნიჭო სერიები უკვე ნანახი გვაქვს" - დავითულიანი

10.01.24 15:40
"საწყალი... სააკაშვილის ცუდად გახდომის უნიჭო სერიები უკვე ნანახი გვაქვს" - დავითულიანი

"საწყალი... სააკაშვილის ცუდად გახდომის უნიჭო სერიები უკვე ნანახი გვაქვს" - "ოცნებას" მესამე პრეზიდენტის ცუდად ყოფნის არ სჯერა.

ბექა დავითულიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე სათქმელად ვერაფერი მოიფიქრა და სწორედ ამიტომ გამოიგონა ცუდად ყოფნა.

ისევ ცუდად გახდა? ჰო აი საწყალი... საერთოდ არაფერი არ არის ჩემთვის, სააკაშვილთან დაკავშირებით საინტერესო. მისი ცუდად გახდომის სერიები უკვე ნანახი გვაქვს. უნიჭო სერიალები რომ არის, აი მესამე სეზონში რომ იგივე მეორდება, იმიტომ, რომ ახალს ვერაფერს იფიქრებენ, აი ეს იგივე სეზონი დააბრუნა, ეხლა ისევ ცუდად ხდება, იმიტომ, რომ ვერ მოიფიქრა რა თქვას. სინამდვილეში, ეგ ცუდად გახდა ერთადერთი მიზეზის გამო, 9 მილიონის სახელმწიფო თანხის გაფლანგვასთან დაკავშირებით, რომელსაც "პიჯაკების საქმედ" გასაღებას ცდილობს. პასუხები არ აქვს. საქართველო არის დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყანა. ყველას შეუძლია გამოვიდეს და რაოდენ არაადეკვატურიც არ უნდა იყოს და თავისი მოსაზრებები აფრქვიოს სადაც უნდა და როგორც უნდა", - ამბობს ბექა დავითულიანი.

დღეს ე.წ. პიჯაკების საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო. მიზეზად მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა. 

მსგავსი სიახლეები