ე.წ. პიჯაკების საქმე თავდაყირა დადგება - რა ინფორმაციის მატარებელია ღარიბაშვილის სანდო კაცი?!

10.01.24 20:01
ე.წ. პიჯაკების საქმე თავდაყირა დადგება - რა ინფორმაციის მატარებელია ღარიბაშვილის სანდო კაცი?!

პროკურატურამ ე.წ პიჯაკების საქმის ჩამოშლა დღეს  თავიდან აიცილა. მთავარი მოწმე, რომელიც  დიდი ინფორმაციის მატარებელია, სასამართლო დარბაზის კარიდან უკან  გააბრუნეს.  ამიტომ გაჩნდა ეჭვი, რომ  სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის გამოკითხვა ბრალდების მხარის ინტერესში არ შედიოდა.  თუ მღებრიშვილი  სხდომაზე იტყოდა, რომ  ირაკლი ღარიბაშვილის პირველი პრემიერობის დროს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ  გაწეული  ხარჯები დანაშაული არ არის, მაშინ  გამოდის, რომ ვერც  სააკაშვილის დროს გაცემული განკარგულებები  ჩაითვლება დანაშაულად.

საქმე, რომელსაც "ოცნება" მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სპეკულაციისთვის იყენებს, დღეს  თავდაყირა დადგა. ირკვევა, რომ მესამე პრეზიდენტის ბრალის დადგენილებაში მასაჟების  ნაწილი საერთოდ არ  არის. პროკურატურამ ჩათვალა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან პრეზიდენტისთვის გამაჯანსაღებელი პროცედურის ჩატარება არ ნიშნავს თანხის გაფლანგვას.  ახალი დეტალები ე. წ პიჯაკების საქმეში დღეს  სასამართლოში გახდა ცნობილი. სხდომა მიხეილ სააკაშვილის  ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.

"პიჯაკების" საქმე- ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები