რატომ დაბრუნდა ოლიგარქი?

10.01.24 20:17
რატომ დაბრუნდა ოლიგარქი?

ოლიგარქის დაბრუნება - არის თუ არა ივანიშვილისთვის პოლიტიკაში დაბრუნება იმუნიტეტი დასავლეთის მოსალოდნელი სანქციების წინააღმდეგ. ფაქტია, რომ მესამედ მოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, სწორედ სანქციებისგან თავის დაცვაა. მოსამართლეებისა და ოთარ ფარცხალაძის შავ სიაში შეყვანის  შემდეგ ეს რისკი ოლიგარქისთვის უფრო გაიზარდა. ახალი სტატუსით კი ივანიშვილი ცდილობს მოსალოდნელი საფრთხეები თავიდან აიცილოს. 

"პარტიის საპატიო თავმჯდომარის პოსტი  ივანიშვილს ვერც სანქციებისგან დაიცავს და არც ოლიგარქის სტატუსს გაუუქმებს" - ასეთია ოპოზიციის შეფასება. ფაქტია, რომ ქვეყნის არაფორმალური მმართველი თანამდებობასთან ერთად ქვეყნის მართვის სადავეებსაც უკვე ოფიციალურად იღებს ხელში. პარტია გადაიფორმა და ირიბად სახელისუფლებო ცვლილებებიც დააანონსა. თუმცა  ოლიგარქის ჩრდილიდან გამოსვლა დასავლეთისთვის ბარიერი არ იქნება. მით უმეტეს, როდესაც ქვეყანა გადამწყვეტი არჩევნების წელშია შესული.

 

მსგავსი სიახლეები