უნდა აგოს პასუხი კანონდარღვევებისთვის და უსამართლობისთვის - პეტიცია წულუკიანის წინააღმდეგ

10.01.24 20:28
 უნდა აგოს პასუხი კანონდარღვევებისთვის და უსამართლობისთვის - პეტიცია წულუკიანის წინააღმდეგ

"თეა წულუკიანმა დაუყოვნებლივ უნდა აგოს პასუხი კანონდარღვევებისთვის და უსამართლობისთვის" - რეპრესიებით ცნობილი მინისტრის წინააღმდეგ ახალი პეტიცია მომზადდა.  კულტურის სფეროს 400 ზე მეტი წარმომადგენელი და პროფესიული კავშირის წევრი  მინისტრს ყველა იმ სავარაუდო დანაშაულებში ამხელს, რომელიც მისი ამ პოსტზე მუშაობის პერიოდს უკავშირდება.

 გელათის  წინაშე არსებული საფრთხე, შრომის კოდექსის დარღვევა, კულტურის სფეროში დასაქმებული ადამიანების შეურაცხყოფა, ცილისწამება და ასეულობით  თანამშრომლის სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება. პეტიციის ავტორები ფიქრობენ, რომ დანაშაულების მთელი კასკადი დაუგროვდა კულტურის მინისტრს და გაჩუმების დრო აღარ არის.

პეტიცია წულუკიანის წინააღმდეგ - გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები