ბინები უსახლკაროებისთვის - "ოცნების" წინასაარჩევნო პროექტი?!
ბინები უსახლკაროებისთვის - ჯერ უცნობია რა კრიტერიუმებით შეირჩევიან ის ბენეფიციარები, ვინც სახელმწიფოსგან საცხოვრებელს მიიღებს. ვიცით მხოლოდ ის, რომ დახმარება შეეხება მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებიც უსახლკაროდ არიან. ასეთი საქართველოში კი გაცილებით მეტია, ვიდრე პრემიერის მიერ დაანონსებული პროგრამა ითვალისწინებს. თუმცა ოპოზიცია მთავრობის ინიციატივის უკან ხელისუფლების სხვა მიზნებსაც ხედავს.
მრავალ მილიონიანი პროექტი "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება. ამ ეჭვს ოპოზიციას პროექტის დაწყების პერიოდი უმყარებს. ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ხმებზე ნადირობა გამოაცხადა. მხოლოდ თბილისში უსახლკაროს სტატუსი 14 ათასმა ადამიანმა მოითხოვა. ქვეყნის მასშტაბით კი ეს ციფრი 30 ათასს აღწევს. რა პრინციპით შეარჩევს ხელისუფლება 1000 იღბლიან ოჯახს ეს ჯერ უცნობია.
ბინები უსახლკაროებისთვის - ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟი