კალაძის ჯარიმები შერჩევით - თბილისის მერიამ ახალი წელი ახალი განკარგულებით დაიწყო

10.01.24 20:39
კალაძის ჯარიმები შერჩევით - თბილისის მერიამ ახალი წელი ახალი განკარგულებით დაიწყო

კალაძის ჯარიმები შერჩევით - თბილისის მერიამ ახალი წელი ახალი განკარგულებით დაიწყო.  ხვალიდან უნებართვოდ მშენებლობებზე ჯარიმების ნაწილი გაათმაგდება, ნაწილი კი გაორმაგდება. დედაქალაქის მუნიციპალიტეტი  250 ათასი ლარით დააჯარიმებს ყველას, ვინც კულტურული მემკვიდრეობის ზონაში მშენებლობას კანონდარღვევით დაიწყებს. 

 ვის  დაარტყამს ყველაზე მეტად  კალაძის  მიერ დადგენილი კოლოსალური რაოდენობის ჯარიმები? ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ  დედაქალაქის  მერმა დიდი ფულის ამოღება რიგითი მოქალაქეებიდან  გადაწყვიტა. ოცნების შემომწირველი მსხვილი ბიზნესმენებისთვის   დასახელებული ჯარიმის გადახდა პრობლემას არ წარმოადგენს, სამაგიეროდ  მათ ხელში  აღმოჩნდება  ძვირადღირებული უძრავი ქონება, რომელსაც ისევ ბიზნეს ინტერესებისთვის  გამოიყენებენ.

გაათმაგებული ჯარიმები თბილისში - ანა მდივანი დეტალებით

მსგავსი სიახლეები