მიგრაციის პიკური მაჩვენებელი -საქართველო გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა ათეულშია
საქართველო გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა ათეულშია სირიასა და სომალთან ერთად. ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის ერთადერთი კანდიდატი ქვეყანაა, რომლის მოქალაქეებიც თავშესაფარს გერმანიას ყველაზე ხშირად სთხოვენ და ეს რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 10 ათასამდე მოქალაქე, 2023 წელს დაფიქსირდა, რაც წინა წელთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია.
გერმანია არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ადამიანები მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო გარბიან, თუმცა საქართველოს ხელისუფლება მაინც ჯიუტად ამტკიცებს, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებს არ უჭირთ. არადა მთავრობას რომ ხალხის ხმა ესმოდეს, გაიგებდნენ, რომ ვინც ამ დრომდე საქართველოდან გაქცევა ვერ მოასწრო, ახლა აპირებს. ამიტომ მიგრაციის მაჩვენებელი სავარაუდოდ მალე კიდევ უფრო გაიზრდება.
მიგრაციის პიკური მაჩვენებელი - ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟი