ნებისმიერ ფორმატში მზად ვარ დებატებისთვის - გახარიას მიმართვა ივანიშვილს

10.01.24 23:12
ნებისმიერ ფორმატში მზად ვარ დებატებისთვის - გახარიას მიმართვა ივანიშვილს

ექსპრემიერი გიორგი გახარია პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნებულ ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს. 

გახარია მის მიერვე გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, რომ მისი გადადგომის მიზეზები ყველაზე კარგად სწორედ ივანიშვილმა იცის.

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს ტყუილების გავრცელებაშ ადანაშაულებს,  გახარიას აზრით, ივანიშვილი "იწყევლება":

სამი წელია ასე იწყევლება. ჯერ იყო წერილებიდან, შემდეგ ამ პატარა მშიშარა ბიჭების საშუალებით, ახლა თვითონ გამოვიდა და წყევლას აგრძელებს. ხანდახან გავიფიქრებ, მე მგონი, ივანიშვილი ფიქრობს, რომ მის წყევლას რაღაც მაგიური ძალა აქვს. სინამდვილეში, მაგიური ძალა კი არა, იმდენჯერ მოატყუა ხალხი და გუნდიც, რომ მის სიტყვასაც არანაირი ძალა არ აქვს! სწორედ ამიტომ, ამ წყევლას გააგრძელებს".

ჩემი მხრიდან, თუ მისი სურვილი იქნება, ნებისმიერ ფორმატში მზად ვარ დებატებისთვის: სამართლებრივად? - მისსავე სასამართლოში; პოლიტიკურად? - მისსავე მედია საშუალებების პლატფორმაზე; ქართულად? - ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერი დამსწრის პირობებში. იმიტომ რომ ზუსტად ვიცი სამართლებრივადაც 100%-ით მართალი ვარ, პოლიტიკურადაც 100%-ით მართალი ვარ და, რაც მთავარია, ადამიანურად ვარ მართალი და ეს თვითონაც ძალიან კარგად იცის. საბოლოო ჯამში, ეს არის ქართული ტრადიციული წესი უთანხმოების მოგვარების ან ბრალდებების დადასტურების და ეს არის პოლიტიკის კეთების ევროპული სტანდარტიც.

ამიტომ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეყოფა გამბედაობა და აღარ დაიმალება და ეს იქნება პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსის ნაბიჯი...", - ამბობს გახარია. 

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის კულისებიდან გამოსვლას, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის თქმით, ივანიშვილის ნაბჯი "იძულებითია".

გახარიას შეფასებით, 30 დეკემბერს ივანიშვილმა აღიარა, რომ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების უკან თავად იდგა!

"მე ხომ ვიცი, ეს როგორ ხდება და როგორც მუშაობს"- ამბობს გახარია. 

ადამიანურად შემეცოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, სხვა არცერთი სიტყვა სიმართლე არ თქვა, ან ვერ თქვა…", - თქვა მან.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები