"ნატა ფერაძე ყველაფერს უნდა ელოდოს" - პრორუსული დაჯგუფება ისევ იმუქრება
პრორუსული დაჯგუფება "ქართულ ოცნებას" აქებს. რადიკალური მოძრაობის ლიდერებს მოსწონთ ხელისუფლების მიერ დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები.
კობახიძის გუნდი გეგმავს, რელიგიური ნაგებობების და ნივთების შეურაცხყოფის აღსაკვეთად კანონი გაამკაცროს. "ოცნების" ლიდერების რიტორიკა ერთი-ერთში დაემთხვა რადიკალების გზავნილებს, თუმცა "ალტ ინფო" აქ არ ჩერდება და იმუქრება კიდეც.
მთელი საზოგადოება აღშფოთებულია და ნატა ფერაძე ყველაფერს უნდა ელოდოს, მე რა გითხრა ნატა ფერაძე რას უნდა ელოდოს...
საპროტესტო აქცია დაანონსებულია სწორედ იმიტომ, რომ გამკაცრდეს კანონი. ნატა ფერაძე უნდა დაისაჯოს. ინიციატივები ბევრი გამიგია, საქმე ნაკლები. ჯობია, რომ ეს კანონი მიიღონ"- აცხადებს მორგოშია.
სტალინის გამოსახულებიანი ხატის მცველები ახლა ნატა ფერაძის დასჯას ითხოვენ.
რაც შეეხება სალოცავების შეურაცხყოფის ფაქტებს, (მაგ: ოკუპანტების მიერ ლომისას ტაძრის აჭედვა) რომელიც რადიკალებს საჯაროდ არასდროს გაუპროტესტებიათ, კოკა მორგშია ამ შემთხვევაში ვერ ხვდება "პროტესტის რა ფორმა უნდა ჰქონოდათ".
შეურაცხყოფა რას ნიშნავს? - ჩვენი პრობლემა აჭედილი ტაძარიც არის და ოკუპირებული ტერიტორიებიც, რა უნფა გამოგვეხატა, ვინ გითხრათ, რომ არ გამოვხატეთ (პროტესტი), ლომისას ტაძარში უნდა ჩარეულიყავით, რომ პროტესტი გამოგვეხატა?
არსებობს, იმ პერიოდის "ალტ-ინფოს" ეთერები, შეგიძლიათ (ნახოთ). რა უნდა გამოგვეხატა, ოკუპირებულია ტერიტორიები და ჩვენი ორგანიზაციაც სწორედ მაგას იძახის, რომ ქვეყნის დეოკუპაცია უნდა მოხდეს" - აღნიშნავს ძალადობრივი დაჯგუფების ლიდერი.